NEWS
...

06/01/2017 GWP ახალი სპეცტექნიკის საშუალებით ერთდროულად 18 წერტილში მუშაობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის    2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც 81.3 მილიონ ლარს შეადგენს.  დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა, რაშიც  4.55 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები აღჭურვილია თანამედროვე JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით და მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმები ლაფეტებით.

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.  2017 წლის განმავლობაში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად საერთო ჯამში დამატებით 500 სამუშაო ადგილს შექმნის.

 

ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით  სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში,  ერთდროულად 18 წერტილში  აწარმოებს. საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში  წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება.

აღნიშნული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი  სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე  170 კმ ქსელს განაახლებს. ასევე, ევროპული სტანდარტის 1700-ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE