NEWS
...

05/02/2017 თბილისის მერმა, მოადგილეებმა და მერიის წარმომადგენლებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს

 

 

4 თებერვალს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილეებთან - ირაკლი ლექვინაძესთან, ნინა ხატისკაცთან, ნატო ქიტიაშვილთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს.

 

ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს სათავო ნაგებობა, საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც სასმელი წყლის კონტროლი 24  საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მათ ასევე, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს, რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. კომპანიის მობილურ ლაბორატორიაში ადგილზე ჩატარებული კვლევების  საშუალებით არასაწარმო და საწარმოო დაწესებულებებიდან წყალარინების კოლექტორში ჩამდინარე წყლის კონტროლი ხორციელდება. 

სტუმრებმა, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგური - „საგურამოჰესი" მოინახულეს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მხრიდან მერიის წარმომადგენლების ვიზიტს, არჩილ გაჩეჩილაძე - GGU ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცხადაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი, ეკატერინე ბერიძე - კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი, ირაკლი ბაბუხადია - კომერციული დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი - ოპერაციების მართვის დირექტორი, თამარ ნიკურაძე - ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

 

ვიზიტის მიმდინარეობისას  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ხელმძღვანელებმა, ქალაქის მერთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის სამომავლო გეგმებზე და საინვესტიციო პროექტების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე ისაუბრეს.

 

კომპანია მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE