NEWS
...

07/02/2017 საბურთალოს რაიონში, ოდესის და ზაქარიაძის ქუჩებზე სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და  საბურთალოს რაიონის გამგეობა საბურთალოს რაიონში ოდესის და ზაქარიაძის ქუჩების სრულ რეაბილიტაციაზე მუშაობენ.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მოინახულეს.

 

ოდესის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  -  690 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

 

ამავე რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზე, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო - წყალსადენის ქსელის 400 მეტრის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 3 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

 

საბურთალოს რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული, უახლესი სპეცტექნიკით აღჭურვილი ტექნიკური ბრიგადები ახორციელებენ.

 

ზაქარიაძის და ოდესის ქუჩების ინფრასტრუქტურის განახლება თებერვლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

აღნიშნულ პროექტებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 260 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.  ოდესისა და ზაქარიაძის ქუჩებზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE