NEWS
...

07/04/2017 #დაზოგეწყალი - #gwpოლიმპიადა დაიწყო

 

#დაზოგეწყალი - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.  პროექტში მონაწილე 16 სკოლაში #gwpოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის ფარგლებში, gwp-ის და არასამთავრებო ორგანიზაცია „ეკოხედვის“  წარმომადგენლები შემეცნებით ტრენინგებს და ეკოვიქტორინებს ატარებენ.

 

პროექტში მონაწილე ბავშვები წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას ეცნობიან. მიღებული ცოდნის შესაფასებლად ეკოვიქტორინები ტარდება და თითოეული სკოლიდან ოლიმპიადაში მონაწილე  გუნდი ჩამოყალიბდება.

 

აღნიშნული საგანმანათლებლო ტრენინგების შემდეგ, gwp ოლიმპიადის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობაში შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“   კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE