NEWS
...

11/04/2017 დღეიდან თბილისის 4 რაიონს ალტენატიული წყალმომარაგება ექნება

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების მოსახლეობის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, საგურამოს სათავე ნაგებობიდან, ალტერანტიული კვების წყარო მოაწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, წიწამურში, ქალაქ თბილისის მე-6 მკვებავი  მაგისტრალური ქსელის 0.5კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა.

 

აღნიშნულ პროექტში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების ალტერნატიული წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით,  ახალ ქსელზე გადაერთების  სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტის, მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა და ახალ ქსელზე გადაერთების დროს მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდება.

 

ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები სამუშაოებს ერთდროულად, 24 ქუჩაზე აგრძელებენ, სადაც  წყალსადენის და წყალარინების 45 კმ ქსელი ახლით იცვლება.

 

2017 წლის I კვარტლის მონაცემებით,  კომპანიამ დედაქალაქის მასშტაბით 38  ქუჩაზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურა  უკვე სრულად განაახლა - 16,4კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი ახლით შეიცვალა. ასევე, დამონტაჟებულია 200 ერთეული წყლის წნევის რეგულატორი და 292 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE