NEWS
...

12/04/2017 დღეს, 12 აპრილს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა

დღეს, 12 აპრილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება ახალი თანამშრომლების მომზადება, არსებული თანამშრომლების გადამზადება  და დარგის სპეციალისტებისთვის აუცილებელი პროფესიული კომპეტენციების განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა gwp-ის სასწავლო ცენტრი, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.

 

სასწავლო  ცენტრი  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად განათლების და მეცნიერების მინისტრმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ,  თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს.

 

სტუმრებმა სასწავლო ცენტრის თანამედროვე სიმულაციური სივრცეები, სასწავლო სტენდები, ლაბორატორიები და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.

 

სასწავლო ცენტრის პროგრამების მოდულები  საუკეთესო საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.  ცენტრში სპეციალისტებს კომპანიის წარმომადგენელი დარგის ექსპერტები და  მოწვეული წამყვანი სპეციალისტები მოამზადებენ.

 

ცენტრის სასწავლო ბაზაზე მონაწილეები თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

 

დღეისათვის, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  სასწავლო ცენტრი დარგის განვითარებისთვის უალტერნატივო სასწავლო ბაზაა.

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE