NEWS
...

25/04/2017 #gwpოლიმპიადა აქტიურ ფაზაში შედის

 

#დაზოგეწყალი კამპანიის ფარგლებში, #gwpოლიმპიადა აქტიურ ფაზაში შედის. 24 აპრილს, 16-ვე გუნდის კაპიტანს საკონსულტაციო ჯგუფმა „ჯეპრამ“ უმასპინძლა.  არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ და „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და მართვის შესახებ, გუნდების კაპიტნებს ტრენინგი ჩაუტარეს.

 

ოლიმპიადის ფარგლებში, მონაწილეები უკვე პრაქტიკაში გამოიყენებენ იმ თეორიულ ცოდნას, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის  გუნდი ერთმანეთს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, წყლის დაზოგვასა და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაში შეეჯიბრება. პარალელურად, თითოეული გუნდი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და რეალურად ნახავს, თუ რა გზას გადის წყალი მდინარიდან ჩვენს ონკანამდე.

 

#gwpოლიმპიადა მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას და წყლის რესურსის  დაცვის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას უზრუნველყოფს.

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის დაცვის ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  კამპანიას  #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE