NEWS
...

23/06/2017 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

 

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნოპარკში წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, კრეათონს მართავს.

 

კრეათონი დილით, 10:00 საათზე gwp-ის მენეჯმენტმა გახსნა. gwp კრეათონმა, უკვე მეორედ, სტუდენტებში და კურსდამთავრებულებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტში მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო, , სან დიეგოს, ტექნიკური, ქუთაისის სახელმწიფო და აგრარული უნივერსიტეტების, ასევე, კოლეჯი „სპექტრის’ სტუდენტები.

 

პრეზენტაციების შემდეგ პროექტში მონაწილე 100 სტუდენტი 14 ჯგუფად ჩამოყალიბდა. მონაწილეები 6 სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე იმუშავებენ როგორც წყალმომარაგების, ისე ენერგეტიკის მიმართულებით და საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდებიან. სტუდენტებს ინოვაციური პროექტების შექმნაში გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან, კონსულტაციას კი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  დარგის სპეციალისტები გაუწევენ.

 

ჟიური საუკეთესო პროექტის ავტორებს ორშაბათს, 26 ივნისს გამოვლენს. გამარჯვებულები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

ასეევე, კრეათონში გამარჯვებული, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები  ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.

 

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE