NEWS
...

25/07/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ სტაჟირების პროგრამა დაიწყო

დღეს, 25 ივლისს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის, წყალმომარაგების სფეროს 8 მიმართულებით, სტაჟირების პროგრამა დაიწყო.ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, სტაჟირებისთვის 30 მონაწილე შეარჩია და პოზიციების შესაბამისად  სხვადასხვა დეპარტამენტში, მენტორებთან გადაანაწილა.

 სტაჟირების პერიოდში, მენტორის მიერ, მონაწილის შეფასება წინსაწარ შემუშავებული შეფასების სისტემის შესაბამისად მოხდება.მონაწილეები სტაჟირებას, წყალმომარაგების სფეროს შემდეგი მიმართულებებით გაივლიან: მშენებელ ინჟინერი, მეტროლოგი, ენერგეტიკისა და ელ. ინჟინერიის სპეციალისტი, მშენებლობისა და პროექტირების სპეციალისტი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი და მიკრობიოლოგი.

 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დასაქმების ფორუმზე დარეგისტრირებული 400-მდე მსურველიდან, შერჩეულ იქნა  117 მონაწილე. მათ გასაუბრება ორ ეტაპად  როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ასევე დარგის სპეცილისტებთან გაიარეს. სტაჟირების პროგრამა 45 დღეს მოიცავს, რომელსაც გასაუბრების შედეგად შერჩეული 30 მონაწილე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით გაივლის.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს. 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE