NEWS
...

06/09/2016 ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში წყალარინების მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნული სამუშაოები ორ ეტაპიანია.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  კეკელიძის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი შეცვალა. დაიგო  ასფალტის ახალი საფარი, რითაც სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

 

კომპანია, ვარაზის ხევში, წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს აქტიურად აგრძელებს.  მაგისტრალურ ქსელზე ეწყობა წყალარინების მიმღები კამერა და ჭა. ახლით შეიცვალა 105 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი და მიმდინარეობს   გზის საფარის მოწესრიგება.  

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან და მერიასთან შეთანხმებით მიმდინარეობს და პერიოდულად ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას იწვევს, რისთვისაც კომპანია დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

 

კომპანია სამუშაოებს  სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაასრულებს.

აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი დედაქალაქის განაშენიანების ხელშეწყობას ემსახურება, რაშიც კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE