06/09/2016 ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში წყალარინების მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნული სამუშაოები ორ ეტაპიანია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კეკელიძის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი შეცვალა. დაიგო ასფალტის ახალი საფარი, რითაც სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
კომპანია, ვარაზის ხევში, წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს აქტიურად აგრძელებს. მაგისტრალურ ქსელზე ეწყობა წყალარინების მიმღები კამერა და ჭა. ახლით შეიცვალა 105 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი და მიმდინარეობს გზის საფარის მოწესრიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან და მერიასთან შეთანხმებით მიმდინარეობს და პერიოდულად ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას იწვევს, რისთვისაც კომპანია დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
კომპანია სამუშაოებს სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაასრულებს.
აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი დედაქალაქის განაშენიანების ხელშეწყობას ემსახურება, რაშიც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება