საქმიანობა

ინდუსტრიული კომპლექსი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს, ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – ხარისხიან სასმელ წყალს, ახდენს მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას. კომპანია წყალარინების (კანალიზაცია) მომსახურებასაც ეწევა და  მოხმარებული წყლების გატანას საკანალიზაციო ქსელების მეშვეობით უზრუნველყოფს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს. ელექტროენერგიის წარმოება ჟინვალჰესსა და თეთრიხევჰესზე ხდება. ორივე ჰესი საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაშია ჩართული, გამომუშავებული ელექტროენერგია კი დედაქალაქის წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება.