მომხმარებლებს

ეს განყოფილება, გარკვეულწილად, თქვენი მეგზური გახდება და გაგიმარტივებთ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” ურთიერთობას. აქ მოიძიებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, გაერკვევით ტარიფებსა თუ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში, მიაგნებთ თქვენს სერვისცენტრს, სადაც გარკვეული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებიან, მათ შორის მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამასა და დავალიანების შეღავათიან რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

თქვენ შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია, რატომ უნდა დავზოგოთ სასმელი წყალი, რა ოდენობით წყალს მოვიხმართ თბილისელები და რა ოდენობით - სხვა ქვეყნების მოსახლეობა, რამდენს ვიხდით ჩვენ და რამდენს - სხვა ქვეყნებში, რატომ არის  სასურველი ინდივიდუალური გამრიცხველიანება და რა დადებითი მხარეები ახლავს ამ პროცესს.

ამ და სხვა აუცილებელ ცნობებთან ერთად თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შესახებ და რაც მთავარია, ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, შეძლებთ დაგვიტოვოთ შეტყობინება ცხელი ხაზისთვის და ღამის 12 საათამდე ისარგებლოთ ჩვენი ონლაინ ჩეთით.