ხარისხის მართვა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მართვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება. კომპანიამ ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის ISO-9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი 2006 წელს მიიღო. ხარისხის მართვის სერთიფიკატის მოპოვება და მისი მოთხოვნების დანერგვა კომპანიას ავალდებულებს მუდმივად იყოს ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესებაზე, წარმოების ეფექტურობის ზრდაზე, ტექნიკური და ტექნოლოგიური ოპერაციების წარმართვის მკაფიოდ რეგლამენტირებასა და კომპანიის პერსონალის მოტივირებულ ქმედებებზე.

ხარისხის მართვის სერთიფიკატის შენარჩუნება ეფუძნება კომპანიის საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს. ამ მიმართულებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აგრძელებს დაგეგმილი პროექტების და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას საბოლოო მიზნის მისაღწევად – თბილისის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება და წყალარინების სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირება.