gwp მობაილ აპლიკაცია

  

                 ჩამოტვირთე 
 

              

 

 

gwp-ის სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი.  

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის ინსტალაცია  iOS და Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებზეა შესაძლებელი. 

 

gwp მობაილ აპლიკაციის საშუალებით ოპერატიულად მიიღებთ ინფორმაციას წყალმომარაგების და წყლის ხარისხის შესახებ, დაუკავშირდებით კომპანიის კონსულტანტებს ონლაინ ჩატის და ცხელი ხაზის საშუალებით, დარეგისტრირდებით SMS სერვისზე, შეამოწმებთ აბონენტის დავალიანებას და გაეცნობით სერვისცენტრების ადგილმდებარეობას.

 

gwp მობაილ აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა სმარტფონებზე   Play store-დან და  Google Play-დან არის შესაძლებელი:

    - gwp მობაილ აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქცია

 

 

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომავალში სხვა სერვისებსაც  შესთავაზებს.