ახალი ამბები
...

08/01/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება თბილისში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, თბილისელ აბონენტებს ხელახლა მიმართავს რეკომენდაციით. კომპანია თბილისელებს სთხოვს, თადარიგი დაიჭირონ და შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენის მიწისზედა ქსელები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ასევე თხოვნით მიმართავს აბონენტებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.

ამით, კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლებები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე. მსგავსი ტიპის პრობლემებმა, შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული აბონენტების, არამედ მიმდებარედ მცხოვრები სხვა აბონენეტების წყალმომარაგებაშიც გამოიწვიოს შეფერხებები.

კომპანიის რეკომენდაცია განსაკუთრებით სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისულ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. რეკომენდაციების შესაბამისი ვიზუალური მასალის მოძიება თბილისელებს შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე - www.georgianwater.com და ფეისბუქის გვერდზე - Georgian Water and Power - GWP LTD, Official.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისელ აბონენტებს სარეკომენდაციო განცხადებით პირველად ნოემბრის დასაწყისში მიმართა, რის შემდეგაც თბილისის მასშტაბით 5000-ზე მეტ აბონენტს, ინდივიდუალურად, სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა.

კომპანიამ ზამთრისთვის მზადება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ყველა აუცილებელი ტექნიკური ღონისძიება გაატარა. ამასთან, კომპანიამ მკაცრი კონტროლი დააწესა დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, ზამთრში მოსალოდნელი ყინვისას თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა, რომელთა ოპერატიულად ლიკვიდაციას კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქის გვერდისა და ვებგვერდის ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურები.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად