ახალი ამბები
...

05/06/2015 GWP-მ საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების წლევანდელი პროგრამა გახსნილად გამოაცხადა

 

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, დღეიდან, საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა აამოქმედა. კომპანია ახალგაზრდა თაობის მოსაზიდად მსგავსს პროექტებს, ტრადიციულად, ზაფხულის თვეებში ახორციელებს. წლევანდელი პროგრამა გაცილებით ფართომასშტაბიანია, შესაბამისად, მასში ჩართვა, წინა წლებთან შედარებით, მეტ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება.

 

პროგრამაში პერსპექტიული კადრების მოზიდვის მიზნით,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებელს დაუკავშირდა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით მზაობა 300-ზე მეტმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა გამოთქვა. პროგრამაში ჩასართავად, კომპანია 100-მდე ახალგაზრდას შეარჩევს. 

 

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას წყლის მოპოვების, წყლის განაწილების, წყალარინების, დისპეტჩერიზაციის, ქსელების მართვის, აღრიცხვის, ბილინგისა და ენერგეტიკის მიმართულებით გაივლიან.

 

საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის ამოქმედებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახალგაზრდა სპეციალისტების ფორმირებას შეუწყობს ხელს. პროგრამის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით წარმატებულ სტაჟორებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. 

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com  
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დანიშნულებაში ("subject") მიუთითოთ "სტაჟირების პროგრამა".


აპლიკანტებს, დამატებითი ინფორმაციის მიღება, შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე: 293 11 11


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად