ახალი ამბები
...

15/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

 

9 ივლისს,  „GWP აკადემიის“ პირველი ეტაპის კურსდამთავრებულებმა, მენტორებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს.

აკადემიის 35-მა მსმენელმა ღრმაღელის საფილტრე სადგური, საგურამოს სატუმბო სადგური და ლაბორატორია მოინახულეს. ტურის ფარგლებში ასევე, ,,საგურამოჰესი“, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები და ჟინვალის წყალსაცავი დაათვალიერეს.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის ექსპლუატაციაში გასაშვები სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა-გენერატორის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა.

საგურამოჰესი ოქტობრის თვეში ამოქმედდება და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებსა და სატუმბო სადგურებს ელექტროენერგიით უწყვეტად მოამარაგებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს  აგრძელებს.

მიმდინარე კვირის მანძილზე, ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე წყალარინების 50 გრძივი მეტრი და წყალსადენის ერთი კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

მთაწმინდის რაიონში,  ფუნიკულიორიდან წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ქსელის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

დასრულების ეტაპზეა სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

 

ასევე, დასრულების ეტაპზეა ავჭალა 2-ში  წყალსადენის ქსელის 300 მეტრიანი მონაკვეთის და სოფელ გლდანში, ბარათაშვილის ქუჩაზე  წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები