ახალი ამბები
...

17/10/2016 ,,გადაიხადე 50%“ - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დავალიანების მქონე აბონენტებისთვის წამახალისებელი აქცია აქტიურად მიმდინარეობს

 

 

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დავალიანების მქონე აბონენტებს  2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარი ავტომატურად ჩამოჭრებათ. 

 

აქცია მე-5 დღეა აქტიურად მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად,  ოფისში მისვლის გარეშე,  ერთვებიან აქციაში და  სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.

 

დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით.  ოპერატორი მომხმარებელს  აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.

 

სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში  - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში -  ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.

 

მომხმარებლები აქციის  პირობებით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.

 

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები