ახალი ამბები
...

10/02/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

 

 

4 თებერვალს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილეებთან, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტთან ერთად, GWP-ის ობიექტები დაათვალიერა.

 

ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს სათავო ნაგებობა, საფილტრე სადგური, წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგური - „საგურამოჰესი" მოინახულეს.  მათ ასევე, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს, რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. ტურის ფარგლებში, GWP-ის ხელმძღვანელებმა, თბილისის მერს და მერიის წარმომადგენლებს  2017 წლისთვის დაგეგმილი პროექტებიც გააცნეს.

 

ამჟამად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ერთდროულად თბილისის 30 ქუჩაზე ახორციელებს:

 

სამგორის რაიონში: ვარკეთილის მეურნეობაში, ჭავჭავაძის და წერეთლის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდიდან ორხევის ხიდამდე, იუმაშევის, ჭიჭინაძის, გოკიელის, წუწუნავას ქუჩებზე და ლილოს დასახლებაში, 107-ე სკოლის მიმდებარედ.

 

გლდანის რაიონში: ფეიქრების და კულა გლდანელის ქუჩებზე, იპოლიტოვ-ივანოვის I ჩიხში;

 

დიდუბის რაიონში: გედევანიშვილის ქუჩაზე;

 

ვაკის რაიონში: ზაჰესის ხიდის მიმდებარედ, წყნეთში - ჯავახიშვილის ქუჩაზე და ჯავახიშვილის II შესახვევში;

 

კრწანისის რაიონში: მელქაძის ქუჩაზე;

 

ნაძალადევის რაიონში: დიდი ჯიხაიშის,ავშნის და ნუშის ქუჩებზე,რატევანის I და II შესახვევებში, ღრმაღელე-სამგორის წყალდენებზე;

 

ჩუღურეთის რაიონში: ცაიშის ქუჩაზე;

 

საბურთალოს რაიონში: ოდესის, კარტოზიას, ფარსადანის და ზაქარიაძის ქუჩებზე;

 

7 თებერვალს, სარეაბილიტაციო სამუშაოები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მოინახულეს. ზაქარიაძის და ოდესის ქუჩების ინფრასტრუქტურის განახლება თებერვლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ქუჩების ნაწილზე თბილისის მერია და ადგილობრივი რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებენ.

 

ასევე, კომპანიამ თბილისის მკვებავ, VI მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.   სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში კომპანიამ 650 მეტრი 1400 მმ-იანი, ქარხნული წესით დამზადებული ფოლადის, იზოლირებული ახალი მილები შეიძინა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აღემატება არსებულს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 1 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები