ახალი ამბები
...

03/06/2017 კამპანიის #დაზოგეწყალი ფარგლებში სპორტული თამაშები მიმდინარეობს

 

დღეს, თბილისის ზღვის მიმდებარედ  #დაზოგეწყალი კამპანიის მონაწილე გუნდები ერთმანეთს სპორტულ თამაშებში ეჯიბრებიან. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდი #gwpოლიმპიადის ბოლო,  სახალისო შეჯიბრშია ჩართული.

 

აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში ვარკეთილის რაიონის 16 სკოლის გუნდი 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს.


კამპანია „დაზოგე წყალი“ და მის ფარგლებში მიმდინარე #gwpოლიმპიადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, 22 მარტს დაიწყო. საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მხარდაჭერით ხორციელდება. 


კამპანიის მიზანი მოზარდი თაობის დახმარებით წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან სასმელად ვარგისი მტკნარი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, მტკნარი წყლის რესურსს გაფრთხილება და დაზოგვა სჭირდება. #დაზოგეწყალი მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და წყლის რესურსის დაცვაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.


ხვალ, 4 ივნისს  #დაზოგეწყალი კამპანიის გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან. კამპანიის მხარდასაჭერად თბილისის ზღვის მიმდებარედ ველოშეჯიბრიც გაიმართება.  საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს, ასევე ველოსპორტსმენებს, სასიამოვნო სიურპრიზები ელით. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები