ახალი ამბები
...

31/07/2017 ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან 21.5 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს

 

დღეს, 31 ივლისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადეს. თბილისის წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან  21.5 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს მიიღებს, კაპიტალური საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ევროპული პოლიტიკის დამკვიდრებას მხარს მსოფლიოს 140 ქვეყანაში უჭერს.

 

საქართველოსთან მიმართებაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პირველი არასაფინანსო, კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული თანხა,  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება.

 

გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში  უპრეცენდენტო ინვესტიცია განხორციელდება, რაც კომპანიას, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა,  გარემოს დაცვის კუთხით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა.

 

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკმა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ მოაწერეს.

 

როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მთავარმა იურისტმა, ჯაბა მამულაშვილმა აღნიშნა: „ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიმართ განსაკუთრებული ნდობის გამომხატველია. დაფინანსება უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ისეთი ტიპის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ - რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.“

 

„გაფორმებული ხელშეკრულება უნიკალურია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს კერძო კომპანიას საქართველოში. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის სექტორში მომსახურების ხარისხს, რაც პოზიტიურად  აისახება საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“- განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა. 

 

სხვა კატეგორიები
...

29/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილის 3-ის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

  დღეს, 29 აგვისტოს, ვარკეთილის 3-ის, III მიკრორაიონში,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. ...

ვრცლად

...

24/08/2017 ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან.   სამივე კომპანიის საინჟინრო ბრიგადები დღეს სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფა...

ვრცლად

...

23/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დაასრულებს

  დღეს, 23 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს ახორციელებს - ქუჩის მარჯვენა მხარეს ახლად მოწყობილი 1,5 კილომეტრამდე ქსელი თბილისის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთდება და...

ვრცლად

...

15/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 60 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს

დღეს, 15 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG), ხელი გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ჯორჯიან უოთ...

ვრცლად

...

14/08/2017 gwp - 15.08.2017 ანონსი - ხელმოწერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას გააფ...

ვრცლად