პრიორიტეტები
  • თბილისის 24-საათიანი წყალმომარაგება - თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული დასახლებების 24-საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და კომპლექსური სამუშაოების ჩატარება კომპანიამ 2014 წლის ბოლოს დაასრულა, შესაბამისად, დედაქალაქის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები, 2015 წლიდან, 24 საათის განმავლობაში მარაგდება სასმელი წყლით. თბილისის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების მოსახლეობას კი სასმელი წყალი, გრაფიკის გარეშე, 2013 წლის 1 იანვრიდან მიეწოდება. 
  • სასმელი წყლის მიღების უახლესი, პროგრესული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ნედლი წყლის ორგანული დაბინძურებისგან გაწმენდის პროცესში მაქსიმალურ ეფექტს იძლევა
  • წყალარინების (კანალიზაცია) სისტემის მოწესრიგება და მისი გადაქცევა დედაქალაქის სანიტარული უსაფრთხოების ფარად, რაც გულისხმობს, თბილისში წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლების გასუფთავებას ორგანული და არაორგანული დაბინძურებისგან
  • მდინარე მტკვარში საკანალიზაციო წყლების ჩაღვრის აღკვეთა 
  • ჟინვალი-ღრმაღელის გვირაბის საიმედოობის გაზრდა, ნედლი წყლის სადგურებისა და მიმწოდებელი ქსელების რეაბილიტაცია 
  • ლოკალური დაზიანებებისა და ავარიების მინიმუმამდე დაყვანა 
  • ჟინვალის წყალსაცავში ნედლი წყლის სტაბილური მარაგის შექმნა
  • გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება, რაც დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემასთან ახალმშენებლობათა მიერთებასა და მიწისქვეშა კომუნიკაციებით უზრუნველყოფას გულისხმობს
  • თბილისის მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამის გეგმაზომიერად წარმართვა