04/08/2016 ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობა დასრულდა
ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობის პროცესი დასრულდა. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა.
ამ დროისთვის საგურამოჰესის სამანქანო დარბაზი მოწყობილია. ასევე, ევროპული წარმოების ტურბინა-გენერატორები და ტრანსფორმატორები დამონტაჟებულია. დასრულების ეტაპზეა ჰიდროელექტროსადგურის მართვის პანელების სამონტაჟო სამუშაოები.
საგურამო ჰესის მშენებლობის მიზანია კომპანიის ენერგოეფექტურობის და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების გაუმჯობესება.
უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიით საგურამოჰესის მშენებლობისთვის კომპანია 10.5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
საგურამოჰესის ამოქმედება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩართვა დაგეგმილია ოქტობრის თვის დასაწყისში, რაც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.
ასეთი ტიპის მცირე, „მწვანე“, ანუ ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება