24/08/2017 ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან
ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან.
სამივე კომპანიის საინჟინრო ბრიგადები დღეს სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, რუსთავისა და მცხეთის წყლის პროფესიონალური ჯგუფები ადგილზე მობილიზებულ ძალას სხვადასხვა ხელსაწყოებით, ასევე სპეციალური წყლის რეზერვუარებით დაეხმარებიან.
საინჟინრო ბრიგადები ორ ძირითად ჯგუფად დაიყოფიან და სხვადასხვა ლოკაციაზე, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად იმუშავებენ.
ჯგუფები ტყის მასივებში, სპეციალური, მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილდებიან.
წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები პროცესში მონაწილეობას კომპეტენციებიდან გამომდინარე მიიღებენ და ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება