ახალი ამბები
...

21/07/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობას ანგარიშს აბარებს

 

დღეს, 21 ივლისს, 13:00 საათზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  ,,ანგარიშითბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენცია კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის,  საგურამოჰესის მშენებლობას მიეძღვნა.

 

პრესკონფერენცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორმა - ეკატერინე ბერიძემ გახსნა. საინვესტიციო პროექტების შესახებ საინვესტიციო პოლიტიკის  სამსახურის უფროსმა - გურამახვლედიანმა და ბიზნესის განვითარების და ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინა სიმონიშვილმა ისაუბრეს.

 

მიმდინარე ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 94.5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში.

მათ შორის არის თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის ჟინვალის გვირაბის  და ბოდორნა-ღრმაღელეს გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებულია. ასევე ორი „მწვანე” ჰესის მშენებლობა - საგურამო ჰესი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაზეა და ბოდორნა ჰესი, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იწყებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც არის გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია. საბოლოო ჯამში თითოეული საინვესტიციო პროექტის მთავარი მიზანი თბილისის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტი ,,ანგარიშითბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენციებს გარკვეული პერიოდულობით გამართავს და კომპანიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ლაივსთრიმით გადასცემს. 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები