26/11/2020 ჯივიპი ხვალ, 27 ნოემბერს, მთაწმინდის რაიონში, ჭოველიძის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 27 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ჭოველიძის ქ. N 14-16-ში , წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27 ნოემბერს დილის 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მთაწმინდის რაიონში:
თამარ ჭოველიძის ქუჩას, ბელინსკის ქუჩას, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩას, მაჭავარიანის ქუჩას, გულგულიას ქუჩას, კოსტავას ქუჩის N 2-26-მდე, N3 და N 25-მდე, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის N 4 – 10 ჩათვლით, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N5 და N 7-ს, ვერის ბაღს, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ქუჩას.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge