ვაკანსია გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე |
Published 2019-11-11 Deadline 2019-11-15 |
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობა/პასუხისმგებლობა:
• როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ შემუშავებული და განახლებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; • კომპანიის გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად; • კომპანიის გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად; • კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემის ESMS დანერგვის ხელშეწყობა; • კონტრაქტორებთან კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი გარემოსდაცვითი ვალდებულებების განხილვა და შეთანხმება; • გარემოსდაცვით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი; • კომპანიის გარემოსდაცვითი კუთხით მიმდინარე პროცესების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (სასურველია ეკოლოგიური) განხრით; • სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის ანგარიშგების განხრით; • სამუშაო გამოცდილება წყლის და ენერგეტიკულ სექტორში გარემოსდაცვითი განხრით ჩაითვლება უპირატესობად; • საოფისე პროგრამების ცოდნა; • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, პრიორიტეტების დასახვის, სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტირების უნარი; • კოლეგიალურობა და გუნდური მუშაობის უნარი; • პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული, პრინციპული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
ვაკანსია ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. |
Published 2019-11-04 Deadline 2019-11-15 |
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.
მოვალეობა/პასუხისმგებლობა:
• სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკური ზედამხედველობა; • კაპიტალური მშენებლობის გეგმების შესრულების მიმდინარეობის, სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის და აგრეთვე, გამოსაყენებელი მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის კონტროლი; • ინსტრუქციების, წესებისა და ნორმების მოთხოვნების დაცვა სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას; • ტექნიკურ სამუშაოებში დაფიქსირებული დარღვევის გამოვლენა; • სამუშაო ობიექტებზე რეგულარული ვიზიტების წარმოება და პროცესზე დაკვირვება; • დარღვევების, გადახრების ოპერატიული აღმოფხვრის ინიცირება შესაბამისი სამსახურების მეშვეობით; • დაფიქსირებული და აღმოფხვრილი გადახრების შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება; • პერიოდული რეკომენდაციის მომზადება შიდა და გარე შემსრულებლების მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად; • დამკვეთის სახელით სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისა და კონტრაქტორი სამშენებლო ორგანიზაციებისგან დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების კონტროლი; • დასრულებული სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოებისა და ობიექტების ტექნიკური მიღება - ჩაბარება, აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმება; • ავარიების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება განმეორებითი ავარიების თავიდან ასაცილებლად.
მოთხოვნები:
• უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება სასურველია სამშენებლო, საპროექტო, წყალომარაგება, წყალარინების მიმართულებით; • მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; • სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები, მეთოდური და ნორმატიული მასალების ცოდნა; • სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა; • დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების წესი და მათი ხარისხის კონტროლის მეთოდების ცოდნა; • სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული; • კომპუტერული პროგრამის MS Office სრულყოფილი ცოდნა; • შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტებისა და მეთოდური მასალების გამოყენების ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
ვაკანსია პროექტების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე |
Published 2019-11-04 Deadline 2019-11-15 |
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს ვაკანსიას პროექტების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიუჯეტით დამტკიცებული პროექტების ERP სისტემის პროექტების მოდულში რეგისტრაცია, საბოლოო ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ასახვა;
- პროექტისათვის აუცილებელი მარაგების/მომსახურების შესყიდვის მოთხოვნების რეგისტრაცია;
- მონაწილეობა კომპანიაში მიმდინარე პროექტების მართვასა და შესრულებული სამუშაოს შეფასებაში;
- ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება პროექტის მიმდინარეობის და შესრულების დადგენილ ვადებთან შესაბამისობის შესახებ;
- სამშენებლო დოკუმენტაციის მონიტორინგი;
- ასისტირება პროექტების შესრულების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და უზრუნველყოფაში.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ცოდნა და უნარები::
- უმაღლესი ტექნიკური განათლება. სასურველია, სამშენებლო ან პროექტების მენეჯმენტის განხრით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
- მზაობა საველე სამუშაოების შესრულებისთვის;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- მართვი.ს მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული მახასიათებლები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დაკისრებული მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
- რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი:
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- კოლეგიალურობა და გუნდში მუშობის უნარი;
- პრეზენტაციის, აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შ.პ.ს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
ვაკანსია საყოფაცხოვრებო მიმართულების რეალიზიაციის მენეჯერი პოზიციაზე |
Published 2019-11-04 Deadline 2019-11-15 |
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო მიმართულების რეალიზიაციის მენეჯერი პოზიციაზე.
მოვალეობა/პასუხისმგებლობა:
• სტრუქტურული ერთეულის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი კომერციული ციკლის შესაბამისად; • დარიცხვების ორგანიზება და მიმდინარეობის კონტროლი; • შემოსავლების კონტროლი; • “მარცხენა ხაზების“ გამოვლენა. • პლანშეტით აღრიცხვის კვანძისა და ქსელის სურათის გადაღება, ჩვენების დაფიქსირება, მონაცემების პლანშეტში შეყვანა და მონაცემთა ბაზაში ასახვა; • დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მიერ შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი; • საყოფაცხოვრებო სექტორში ახალი მომხმარებლების გამოვლენის კუთხით შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი; • დავალიანებების მქონე მომხმარებლებთან ურთიერთობა; • თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული, უბნებში მომხდარი წყლის ან საკანალიზაციო დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სადისპეჩერო დეპარტამენტისთვის; • შემოსულ კორესპონდენციაზე დადგენილ ვადებში რეაგირებაზე კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია წყალმომარაგება, წყალარინების მიმართულებით); • არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე, ანალოგიურ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; • MS Office-ის ცოდნა; • სამუშაოს დაგეგმვის, დელეგირების და დროის ეფექტურად განაწილების უნარი, გამართული კომუნიკაციის უნარი, სტრესულ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა
“Subjet”-ის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ „კომპანიამ“ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
ვაკანსია ზონის მენეჯერის პოზიციაზე |
Published 2019-11-01 Deadline 2019-11-15 |
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს ვაკანსიას ზონის (ტექნიკური) მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• საკურატორო ზონებზე მიღებული და რეალიზებული წყლის აღრიცხვა; • მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება და რისკების მინიმიზაციისთვის სათანადო ღონისძიებების დაგეგვა; • საავარიო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრა, კოორდინირება და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; • ზრუნვა წყლის დანაკარგების შემცირებაზე; • ახალი აბონენტების მოძიება და მათთვის წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მოწყობის სამუშაოების დაგეგმვა და მონიტორინგი; • შემოსული განცხადებების/საჩივრების განხილვა, ანალიზი და სათანადო რეაგირება; • დარიცხვების და გადახდების მონიტორინგი და დროული გადახდების უზრუნველყოფა; • წყლის დატაცების ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა; • საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური განხრით; • მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება; • პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; • ინგლისური და/ან რუსული ენების კარგად ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: • რამდენიმე საკითხზე პარალელური მუშაობის უნარი; • შედეგებზე ორიენტირებულობა; • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|