13/01/2021 ჯივიპი 15 იანვარს, ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქ. N58-ში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 15 იანვარს ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქ.N58-ში, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 15 იანვარს 00:00-დან 04:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაკის რაიონში:
ვაჟა ფშაველას მე-6 და მე-7 კვარტალს, ნუცუბიძის N179 და N199 -მდე, ქავთარაძის N27-N53 და N46–N78 ჩათვლით, შავიშვილის, თოფურიას, ნადირაძის,სანდრო ეულის, ანჯაფარიძეს, მამასახლისოვს, ქავთარაძის მე-2,3,4 შესახვევს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge