PLANNED WORKS

30/12/2021 ჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

 

დღეს, 30 დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N54-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

 

რთულ აღდგენით სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში განახორციელებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნაძალადევის რაიონში:

გეგუთის, ასურეთის, კურსების, წერონისის, თოდრიას ქუჩებს; ლოტკინის მთას; ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის,  კოკინაკის, ლომთათიძის,  მუხრანის,  გარეჯელის, შენგელაიას, ზღვის უბნის  მე-3 მ/რ-ის I კვარტალს, ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ს I-IV კვარტალებს, ზღვის უბნის მე-4 მ/რ-ს, ზღვის უბნის IV-IX, X, Xა Xბ კვარტლებს, ჩარგლის, გვაზაურის, სვანეთის, ჯანელიძის, ხევსურეთის, წიკლაურის,  ურიდიას,  დადიანის მე-2 მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, ზესტაფონის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ღრმაღელეს, რიონჰესის,  კურნატოვის, სართანიას, ღოღობერიძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში

გლდანის „ა“ და I-IV მ/რ-ებს, შეშელიძის,  ვეკუას, გმირ კურსანტთას, ქერჩი, ხიზანიშვილის, მეგობრობის  და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

13/05/2022 ჯივიპი , ხვალ 14 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
11/05/2022 ჯივიპი 13 მაისს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/05/2022 ჯივიპი , ხვალ 11 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2022 ჯივიპი , ხვალ 10 მაისს საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2022
NEWS