NEWS
...

13/10/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს

დღეს, 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში  კენ უოლშმა,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ და გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ მოაწერეს. 

 

მემორანდუმი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  საგანმანათლებლო პროგრამების, სტაჟირებით და სტიპენდიებით ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

აღნიშნული თანამშრომლობა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს. 

 

სან დიეგოს სახელმწიფო  უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის განმახორციელებელია. აშშ-ის კალიფორნიის შტატის ეს წამყვანი უნივერსიტეტი, უკვე მესამე წელია საქართველოში სტუდენტებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბაკალავრიატის პროგრამებს სთავაზობს.  კურსდამთავრებულები  ამერიკულ დიპლომს მიიღებენ.

აღნიშნული თანამშრომლობა ასევე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის  - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში გაგრძელდება, რომლის მიზანიც საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობაა. 

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა.   პროექტების განხორცილება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით ხდება. კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას საქართველოში.

 

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE