04/10/2019 ჯივიპიმ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში 1,5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვალა და განახლებულ სისტემაზე 9 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნულ პროექტში 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია დღეს, 4 ოქტომბერს განახორციელებს და წყალმომარაგების განახლებულის სისტემა ექსპლუატაციში შევა.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company