NEWS
...

10/10/2019 თბილისს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება

სტუდია მონიტორის მიერ რადიო თავისუფლების საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, გვსურს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად ავუხსნათ ჯივიპის მიერ ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი. 

 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 

საწყის ეტაპზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნედლ წყალს მოიპოვებს მდინარე არაგვიდან, ბულაჩაურის, ნატახტრის, მისაქციელის წყალშემკრები აუზებიდან და თბილისის წყალსაცავიდან (თბილისის ზღვიდან).

 

რაც შეეხება თბილისის წყალსაცავს -  ნედლი წყლის წყალაღება ხდება ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცულ ტერიტორიაზე, 10 მეტრის სიღრმიდან. ჯივიპი წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.  

 

შემდეგ ეტაპზე ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. 

 

პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის  სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ,  რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი  წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE