06/10/2020 ჯივიპი, დღეს, 6 ოქტომბერს, სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანიამ სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 6 ოქტომბერს ჩაატარებს.
ჯივიპიმ აღნიშნულ პროექტში 140 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
- „პროექტის ფარგლებში, ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განვაახლეთ. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყო. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, წყლის წნევის რეგულატორები და ფილტრები დამონტაჟდა. რეაბილიტაციის შედეგად არჩილ მეფისა და ერეკლე მეორეს ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება გაუმჯობესდება“ - განაცხადა ჯივიპის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური სამუშაოებს, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, 2020 წლის სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით ახლაც აქტიურად აგრძელებს.
კომპანიამ ამ ეტაპისთვის 20 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი უკვე განაახლა, რაშიც 21 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
26/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

19/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

10/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
12/01/2021 GWP Special announcement

28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი