NEWS
...

10/10/2020 13 ოქტომბერს ჯივიპი წყნეთში, რუსთაველისა და ჭიაურელის ქუჩებზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაუდებელ სამუშაოებს იწყებს

 

13 ოქტომბერს, სამშაბათს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  წყნეთში, რუსთაველის და ჭიაურელის  ქუჩებზე, მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.  

 

აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვლება ქსელის 200 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი, დამონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა საკვანძო ჭები. 

 

მაგისტრალური წყალსადენის აღსადგენად აუცილებელი გათხრითი სამუშაოები და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ძირითადად ღამის საათებში შესრულდება, რაც ჭიაურელის და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან რუსთაველის ქუჩის 11 ნომრამდე სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივ შეფერხებას ძირითადად ღამის საათებში გამოიწვევს.

 

წყალმომარაგების მაგისტრალური  ქსელის  დაგეგმილ ვადაში შეცვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 13 ოქტომბრიდან 10 დღის განმავლობაში  24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის. 

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE