11/12/2020 ჯივიპიმ კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, აგრძელებს დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას. კომპანიამ კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
ჯივიპი, 11 დეკემბერს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, გადაერთებითი სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 11 დეკემბერს ღამის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
ორთაჭალის ქუჩა N7-71-ს, ორთაჭალის I-V ჩიხებს და I-II შესახვევს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.
26/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

19/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

10/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
12/01/2021 GWP Special announcement

28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი