23/03/2023 კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ხვალ, 24 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სოფელ წიწამურთან, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, გადაუდებლ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ხვალ, 24 მარტს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 24 მარტს, დღის 12:00 საათიდან 25 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოსრაიონში - ვაჟა-ფშაველას I, II, III კვარტლებს, V კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, ნუცუბიძის I, II, მიკრორაიონებს და IV მიკრორაიონის ნაწილს, ჩახავას, ბარათაშვილის, გამრეკელის, გურიელის, დელისის, გაზაფხულის, თავხელიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის და მიმდებარე ქუჩებს.
სოფელდიღომში - ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, ხანძთელის, ჭიაურელის, დიდგორის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, ბერი გობრონის, სერგო ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს.
გლდანისრაიონში- ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, მაყაშვილის, ავჭალის, ზინკარის და მიმდებარე ქუჩებს.
ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობითhttp://www.gwp.ge
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება
08/11/2022 9 ნოემბრიდან ჯივიპის ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს
10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს