NEWS
...

04/09/2019 ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე  წყალმომარაგების სისტემას აახლებს

 

 

დღეს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. 

 

პროექტის ფარგლებში ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს - შეიცვლება წყალსადენის მაგისტრალური ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. 

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისნის რაიონის გამგეობა გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, ჯივიპის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგიტ ყემალაძემ, ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერეს.

 

 “ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 1.4 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვლება. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 850 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის განახლება ნოემბერში დასრულდება” - აცხადებს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირიექტორი, ლუკა ჩაჩიბაია.

 

“ჩვენი აქტიური ჩართულობით, ისნის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი კომპანია ჯივიპის. მოსახლეობა მრავალი წელი ელოდა გზის რეაბილიტაციას, რასაც ძველი და დაზიანებული კომუნიკაციების გამო ვერ ვაკეთებდით. როგორც ადგილობრივებს დავპირდით, ჯივიპის მიერ წყალმომარაგების ქსელების განახლების შემდეგ, გზის მოწესრიგებას დავიწყებთ და ლეჟავას ქუჩაზე ასფალტის საფარს დავაგებთ“  - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო დღეს კომპანია ჯივიპიმ. დაახლოვებით  კილომეტრნახევარი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისად, აღნიშნული სამუშოების დასრულების შემდგომ სრულად განახლდება გზის საფარი, რომელსაც ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია ჯივიპის და ისნნის რაიონის გამგეობას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის - აცხადებს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

 

 

 

04.09.19

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE