NEWS
...

19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

 

25 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება და აღიჭურვება. 

 

სარემონტო სამუშაოების გამო კომპანიის მომხმარებლები ადგილზე მომსახურების მიღებას  როგორც ალტერნატიულ ოფისებში, ასევე დისტანციურად შეძლებენ.  ივიპის აბონენტებს ისნის რაიონში, შუამთის ქ. N10ბ-სა და გლდანის რაიონში, ა. ვასაძის ქ. N12-ში  მდებარე სერვის ცენტრები მოემსახურებათ.

 

ენტრალური სერვის ცენტრის განახლების პერიოდში მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის ნაცვლად განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge-ზე შეეძლებათ. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტი  პასუხს კვლავ  ელექტრონული ფოსტით  მიიღებს.

 

დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებული მომხმარებლის სივრცე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განაგრძობს მომხმარებლების ადგილზე მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას.

 

Other Categories
...

08/11/2022 9 ნოემბრიდან ჯივიპის ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს

თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე   ჯივიპის განახლებული ცენტრალური სერვის ცენტრი 9 ნოემბერს გაიხსნება.   კომპანიამ ცენტრალური სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაასრულა. მომხმარებლები მომსახურებას ადგილ...

MORE

...

10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 10 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონის N9ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების  აღსადგენად სამუშაოებს ატარებს.    აღნიშნულ მონაკვეთზე რთული ფარული დაზიანების დასადგენად...

MORE

...

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს”  ფარგლებში  თბილისის სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეებისთვის  საინფორმაციო ტურებს მართავს.    კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნე...

MORE

...

29/04/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

  დღეს, 29 აპრილს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე  N-6 თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.  ...

MORE

...

14/04/2022 ჯივიპის მომხმარებლებს ყოვეთვიურად მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა 90111 SMS სერვისით შეუძლიათ

       ► როგორ გამოვაგზავნოთ 90111 სერვისზე მრიცხველის ჩვენება?   მობილური ტელეფონიდან 90111-ზე გამო...

MORE

NEWS