
19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს
25 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება და აღიჭურვება.
სარემონტო სამუშაოების გამო კომპანიის მომხმარებლები ადგილზე მომსახურების მიღებას როგორც ალტერნატიულ ოფისებში, ასევე დისტანციურად შეძლებენ. ჯივიპის აბონენტებს ისნის რაიონში, შუამთის ქ. N10ბ-სა და გლდანის რაიონში, ა. ვასაძის ქ. N12-ში მდებარე სერვის ცენტრები მოემსახურებათ.
ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პერიოდში მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის ნაცვლად განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge-ზე შეეძლებათ. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტი პასუხს კვლავ ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებული მომხმარებლის სივრცე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განაგრძობს მომხმარებლების ადგილზე მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას.

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

29/04/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

14/04/2022 ჯივიპის მომხმარებლებს ყოველთვიურად მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა 90111 SMS სერვისით შეუძლიათ

21/03/2022 21 მარტიდან ჯივიპის სერვის ცენტრებში მომხმარებლების მიღება განახლდა

13/03/2022 ჯივიპი 15 მარტს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს