GWP დისტანციური მომსახურება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებლებს სერვის ცენტრებში და დისტანციურად ემსახურება

 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც სერვის ცენტრებში, ადგილზე მისვლით და განაცხადის შევსებით, ასევე დისტანციურად.


დისტანციური მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში განაცხადებისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge განაცხადის გამოგზავნამდე გთხოვთ, გაეცნოთ ელექტრონულ ფორმებს და  ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს.

 

განაცხადის ელექტრონული ფორმები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ,  შეავსოთ ველები და  გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

თბილისის და ქალაქ მცხეთის აბონენტებმა - online@gwp.ge.

 

განაცხადს ოპერატორი  დისტანციურად დაარეგისტრირებს. პროცესის დასრულების შემდეგ კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებთ.

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის -  293 11 11 მეშვეობით.