ჩვენ შესახებ

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია  თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

დედაქალაქის წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურებაზე კომპანიის 3000-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს.


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქის მასშტაბით, 500 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 477 000-ზე მეტი  საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი  არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.


 

 

ძირითადი ფასეულობები 

 

  • საიმედოობა –  მომხმარებლისთვის სასმელი წყლის საიმედო მიწოდების უზრუნველყოფა

  • ხელმისაწვდომობა - მომხმარებლისთვის სასმელი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა 

  • პასუხისმგებლობა დარგის განვითარების ხელშეწყობა. ობიექტების და ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. კომუნალური მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. 

  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა – საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით

  • ხარისხი მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და მომსახურების მიწოდება

  • უსაფრთხოება – სანიტარული ზონებისა და ობიექტების დაცვის უწყვეტი ციკლის უზრუნველყოფა.