ონლაინ სერვისი - portal.gwp.ge

ონლაინ მომსახურების გამარტივებული სერვისი

Portal.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისტანციური მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლებს ახალ პორტალს - Portal.gwp.ge - ის სთავაზობს.  საწყის ეტაპზე ახალი პორტალის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს  განცხადება  აბონენტის  მონაცემების ცვლილების შესახებ. Პორტალზე  წინასწარი  რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელი  ონლაინ რეჟიმში მარტივად ავსებს ველებს და კომპანიაში დისტანციურად აგზავნის განცხადებას.

განცხადება  ივსება მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში და გულისხმობს აბონენტზე რეგისტრირებული სახელისა და გვარის  შეცვლას. 

 

Portal.gwp.ge-ზე ასევე შესაძლებელია ჯივიპის ელექტრონულ კანცელარიაში რეგისტრირებული ნებისმიერი განცხადების შესახებ ინფორმაციის მიღება და სტატუსის შემოწმება. 

 

პორტალზე რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს -  »» Portal.gwp.ge