GWP - Fitch Ratings-ის “BB-“ მეორედ მიენიჭა - 2016

14/12/2016 საერთაშორისოსარეიტინგოსააგენტო Fitch Ratings-მაკომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერს“, რეიტინგი „BB-“ მეორედმიანიჭა

 

დღეს, 2016 წლის 14 დეკემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მეორედ მიანიჭა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.

 


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი  „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა. საქართველოს სუვერენული რეიტინგის ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა, ადგილობრივმა კომპანიამ  შეიძლება მიიღოს. აღნიშნული შეფასება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს GWP-ის კორპორაციულ მართვას და გაზრდის მის შესაძლებლობას, მოიზიდოს ინვესტიციები. 

 

 

Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ის წამყვანი პროვაიდერია საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები. 

 


Linkfitchratings.com- 14.12.2016