საქმიანობა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს, ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – ხარისხიან სასმელ წყალს, ახდენს მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას. კომპანია წყალარინების მომსახურებასაც ეწევა და  მოხმარებული წყლების გატანას საკანალიზაციო ქსელების მეშვეობით უზრუნველყოფს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგეტიკის მიმართულებითაც საქმინობს. ელექტროენერგიის წარმოება ჟინვალჰესზე, თეთრიხევიჰესზე, საგურამოჰესზე და ბოდორნაჰესზე ხდება. ოთხივე ჰესი საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაშია ჩართული, გამომუშავებული ელექტროენერგია კი დედაქალაქის წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება.