ტარიფები


წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე დაწესებულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წყლის ხარისხი და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, არამედ სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, საპროფილაქტიკო და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაც.


2008 წლიდან, წყალმომარაგებისა და წყალარინების ტარიფების დადგენა და მათში ნებისმიერი ცვლილების შეტანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციაა.


მომსახურების საფასური მოსახლეობისათვის 2018 წლისათვის:



1. ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 3.892  ლარი 1 სულზე, აქედან:

      -  წყლის მიწოდებისთვის –  2.962 ლარი
      -  ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის –  0.930 ლარი


2. ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას0.329 ლარი 1მ3-ზე, აქედან:

     - 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი –  0.250 ლარი
     - 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0.079 ლარი

 

 

მომსახურების ტარიფი ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის:


სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის შეადგენს 4.400  ლარს 1მ3-ზე, აქედან:

    - 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი –  3.328 ლარი
    - 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 1.073 ლარი


წყალმომარაგება-წყალარინების ტარიფი ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის არ შეცვლილა და ის იგივეა, რაც კომპანიის პრივატიზებამდე იყო.