SMS სერვისი

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებს SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს. gwp-ის SMS სერვისზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად ერთვება SMS სერვისში.

 

gwp-ის SMS სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ.
გარდა ამისა, SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.