ჩვენ შესახებ

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია  თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე  კომპანიის 3000-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 480 000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.

 

 

 

ძირითადი ფასეულობები 

 

  • საიმედოობა –  მომხმარებლისთვის სასმელი წყლის საიმედო მიწოდების უზრუნველყოფა

  • ხელმისაწვდომობა - მომხმარებლისთვის სასმელი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა 

  • პასუხისმგებლობა დარგის განვითარების ხელშეწყობა. ობიექტების და ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. კომუნალური მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. 

  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა – საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით

  • ხარისხი მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და მომსახურების მიწოდება

  • უსაფრთხოება – სანიტარული ზონებისა და ობიექტების დაცვის უწყვეტი ციკლის უზრუნველყოფა.