იურიდიული პირები

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგება წყალარინების მომსახურებას თბილისსა და მისი შემოგარენში განთავსებულ 2000 საბიუჯეტო ორგანიზაციას და 15 000-მდე კომერციულ ობიექტსა და საწარმოს უწევს. ყველა ეს ორგანიზაცია და კომერციული ობიექტი ინდივიდუალურადაა გამრიცხველიანებული.

ვფიქრობთ, ამ კატეგორიის მომხმარებელი ხშირად ეწვევა ჩვენს ვებ-საიტს და მოიძიებს საინტერესო ინფორმაციას, გაერკვევა ტარიფებსა და ფასწარმოქმნის პრინციპებში, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში, მიაგნებს თავის სერვისცენტრს, სადაც გარკვეული ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან. ასევე მიიღებს ინფორმაციას, როგორ და რატომ უნდა დაზოგოს სასმელი წყალი, რისი ცოდნაც ასე აუცილებელია აღრიცხვის კვანძის მქონე იურიდიული პირებისთვის. ამ და სხვა აუცილებელ ცნობებთან ერთად, მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შესახებ.

ამ და სხვა აუცილებელ ცნობებთან ერთად თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შესახებ და რაც მთავარია, ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, შეძლებთ დაგვიტოვოთ შეტყობინება ცხელი ხაზისთვის და ღამის 12 საათამდე ისარგებლოთ ჩვენი ონლაინ ჩეთით.