დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

09/03/2017 დიდი ჯიხაიშის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა

 

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  ნაძალადევის რაიონში, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. გამგეობისა და GWP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში,  დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, შედეგად დიდი ჯიხაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა: წყალსადნის ქსელის 3.6 კმ სიგრძის და წყალარინების ქსელის 1.7 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეცვალა და 19 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. სამუშაოს პარალელურად, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დიდი ჯიხაიშის ქუჩის ნაწილზე ასფალტის ახალი საფარის დაგება დაიწყო.

 

ნაძალადევის რაიონში, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, კომპანია გადაერთების სამუშაოებს ეტაპობრივად, 10 მარტიდან, 20 მარტის ჩათვლით  განახორციელებს.

 

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც მოსახლეობას პერიოდულად, რამდენიმე საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, SMS შეტყობინებით  და მედია საშუალებით გაავრცელებს.

 

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების I ეტაპი ხვალ დაიწყება, რის გამოც 10 მარტის, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნაძალადევის რაიონში:

ჯავის, ზედაზენის, იმერეთის, გრუზინსკის, კოკინაკის და მოლიკოვის ქუჩებს;

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

 

ჯორჯიანუოთერენდფაუერიდისკომფორტისთვისბოდიშსუხდისმომხმარებლებსდაშეეცდება, სამუშაოებისჩატარებამოკლედროშიდაასრულოს

 

 

04/12/2022 ჯივიპი, 5 დეკემბერს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/12/2022 ჯივიპი, ხვალ 2 დეკემბერს , ვაკის რაიონში თ.გაზდელიანის ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
29/11/2022 ჯივიპი, 30 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
27/11/2022 ჯივიპი, 28 ნოემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/11/2022 ჯივიპი, ხვალ 24 ნოემბერს , საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს